დროის მანქანა და ბუყბუყი ჭაობთა

დროის მანქანა

დროის მანქანა

დროის მანქანა ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ.
ჭაობთა ბუყბუყი კი ზრდასრული კაცის შეფასება იმისა, რაც დროის მანქანაზე ფიქრს მოჰყვა მაშინ.
მახსოვს, 9 თუ 10 წლის ვიყავი
და რომელიღაც ამერიკულ ფილმს ვუყურე დროში მოგზაურობაზე.
არა, მანამდე კი მქონდა ნანახი გაიდაის „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, მაგრამ თუნდაც ბავშვისთვის იმდენად აშკარა იყო ფილმში მოცემული სურათის არარეალურობა, რომ მაშინ არც მიფიქრია დროის მანქანას თუ შეეძლო ეარსება.
თუმცა, ფილმის შინაარსმა შემდგომ მოხაზა იმ კონკრეტული ოცნების შინაარსობრივი კონტურები.
მეტი რაღა გავაგრძელო და ვუცქირე ამ ამერიკულ თრილერს.
საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანს, სადაც მოთხრობილი ამბის არარეალურობას 9 წლის ბავშვს კი არა, ზრდასრულ კაცსაც ძნელად დააჯერებდი.
ეხერხებათ ამერიკელებს ფილმის გადაღება და იკბინე თუ გინდა იდაყვზე.
იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა ჩემზე, რომ თვალი არ მომიხუჭავს მთელი ღამე.
ოცნებად მექცა დროის მანქანა.
არ მახსოვს სკოლაში მქონდა გაკვეთილად თუ მამაჩემმა წამაკითხა,
მარა მეორე დღეს საქართველოს ისტორიის ერთ ეპიზოდს გავეცანი,
მტრის ურდოს შემოსევაზე, დაწიოკებაზე, ქართველთა გმირულად ბრძოლაზე მარა
ბოლოს მაინც გმირულად დაცემაზე და დამარცხებაზე,
რაღაცნაირად გული მეტკინა,
ვერ მოვინელე ეს დამარცხება,
და ამ დროს წამლად მომევლინა ჩემი ოცნება.
დავჯექი და ვიფიქრე, აი ახლა რომ შემეძლოს ერთი 100 ცალი ავტომატის შოვნა
თავისი ტყვიებითურთ
ხო ჩავუტანდი დროის მანქანის მეშვეობით ჩვენს ბიჭებს
და ხომ სულ ბუღს ადენდნენ-მეთქი მომხდურებს,
ისე მომეწონა იდეა, რომ ხიბლში ჩავვარდი.
დღედაღამ ამაზე ვფიქრობდი,
როგორ ჩავდივარ ბრძოლამდე ერთი დღით ადრე,
ჩამაქვს შუა საუკუნეების ქართველ მხედრებთან იარაღი,
ვასწავლი გამოყენებას (მე ვიცოდი კი?)
და ისინი ამარცხებენ თურქთა თუ სპარსთა უზარმაზარ ლაშქარს
და იცვლება საქართველოს ტანჯული ისტორია!
ვაშააააააააააააა!!!!!!!!!!!

საღამოს ბურთი ავიღე და
და მინდორზე გავედი სათამაშოდ,
ცოტა ხანში ერთი მოვიდა
თანასოფლელი ბიჭი, ჩემი ტოლა
და ვითამაშეთ.
რაღაც დროს დავიღალეთ და ჩამოვჯექით დასასვენებლად.
კარგა ხანი ვიკვნიტე ტუჩები ყოყმანისგან, გავანდო ამას
ჩემი ოცნება თუ არა-თქო.
და სანამ ქვედა ტუჩი კინღამ არ შემომეჭამა
დავკარი მხარზე ხელი, და მისმინე-თქო, ვუთხარი.
ავიღე და გადმოვულაგე გულისნადები.
მისმინა,
მისმინა,
და გაეღიმა ბოლოს.
ვიფიქრე, ახლა დამცინებს მეთქი
და არ დამცინა ჩემდა გასაკვირად.
პირიქით, იდეა მოეწონა და აღტააცებულმა მომიგო:
„აუ, რა მაგარი რამააა,
ეხლა ეგ რომ მქონდეს
წავიდოდი და რამდენ ოქროს და ბრილიანტებს წამოვიღებდი“-ო.

მე თქვენ გეკითხებით,
დავასრულო აქ თხრობა?

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • Katiee.Ge  On October 19, 2010 at 10:34 am

    აი, მაგიტომაც არ არსებობს დროის მანქანა :) და ძალიანაც კარგი :)

  • გიორგი  On January 5, 2011 at 11:22 pm

    კი გააგრძელე ძალიან მომეწონა მაგრამ შენ რომ ამბობდი იარაღს ჩავუტანდი და დავახოცინებდი ყვლასო ძალიან კარგი მაგრამ ეს რომ გააკეთო ცხოვრება მთლიანად შეცვლილიყო ამდროში რომ დაბრუნდებოდი ისტორა შეცვლილი იქნებოდა. მაგალითად შენ რომ ხე მოჭრა წარსულში შეიძლება ვინმეს ოჯახში მაგ ხისგან შექმნიი ავეჯი გაქრეს. დაუშვად ვინმე შენი კლასელი გელას მშობლების შეხვედრა რომ გენახა და გელას მამისთვის დაგეძახა ეს შეხვედრა არ გამოდგებოდა და ცოლ ქმარი არ გახდებიან შემდეგ ამ დროში რომ დაბრუნდებოდი გელაც არ იარსებებდა და მერე რომ შეეკითხებოდი სხვებს გელა სადარიო გეტყვიან გელა ვინ არის არ არსებობს არ გამიგონია ის ადამიანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.