ისევ და ისევ სახელმწიფო მოხელეთა უპასუხისმგებლობა

ანალოგიური სახის წერილი უკვე მესამედ იწერება და მე მოხარული ვარ, რომ პირველ ორზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. სიმართლე გითხრათ, ეს მაძლევს სტიმულს მესამე წერილიც დავწერო, იმ იმედით, რომ ის უყურადღებოდ არ დარჩება.
საქმე ეხება თანამედროვე ცხოვრებაში ერთ ძალიან საინტერესო დეტალს – ელექტრონული მიმოწერის საშუალებებს. ჩვენ ყველანი იმის მოწმე ვართ, რომ ელექტრონულმა ფოსტებმა მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლეს კომუნიკაციის სხვა საშუალებები და მათ გარეშე უკვე არათუ სხვადასხვა დაწესებულებების, არამედ ცალკეული პიროვნებების საქმიანი თუ პირადი ცხოვრებაც წარმოუდგენელი გახდა.
მთელს მსოფლიოში ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში, ნებისმიერი პროფილის დაწესებულებაში დანერგილია აღნიშნული სისტემა და გარდა იმისა, რომ ეს აადვილებს დოკუმენტების გაცვლის და კონტაქტის პროცესს, პრესტჟულობის მომენტის მატარებელიც გახლავთ. ამიტომაც, ყველა ნორმალური კომპანია ცდილობს ჰქონდეს ინდივიდუალური და ორიგინალური ვებ-გვერდი და საკუთარი სერვერი, და ამ სერვერსა და დომეინზე მიბმული ელექტრონული ფოსტები კომპანიისა და თანამშრომლებისთვის.
მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში ამ მხრივ სახარბიელოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ხშირად პარადოქსებსაც ვაწყდებით, რადგან ხშირად დიდი ორგანიზაციებიც კი სხვადასხვა უფასო მეილსერვერებზე ათავსებენ ელექტრონულ ფოსტებს, ხშირად კი პატარა ორგანიზაციები აკეთებენ სწორ მარკეტინგულ გათვლას, ყიდულობენ სერვერს და ქმნიან ინდივიდუალურ საიტებს. ეს ის შემთხვევაა, როცა კერძო იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა თავად უნდა განსაზღვროს აღნიშნულის პრიორიტეტულობა, მაგრამ სულ სხვაა, როცა იგივე სურათს ვხვდებით სახელმწიფო სამსახურებში.
რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ერთი-ორი დღით ვსტუმრებოდი მესტიის ახალგახსნილ კურორტს და ამ მიზნით დავიწყე ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ინფორმაციის მიღება ინტერნეტის საშუალებით. ამასობაში გადავაწყდი მესტიის მუნიცციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს და მაშინვე თვალში მომხვდა საიტზე დადებული გამგეობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: gamgeobamestia@yahoo.com, gamgeobamestia@rambler.ru. სამწუხაროდ, არ მეგონა თუ ამხელა მუნიციპალიტეტს საკუთარი მეილსერვერი არ ექნებოდა ან ფოსტები სახელმწიფო gov.ge-ზე მაინც არ ექნებოდა მიბმული. იგივე მდგომარეობაა სიღნაღის გამგეობის საიტზეც, რომლის ელექტრონული ფოსტაც გახლავთ gamgeoba-media@mail.ru. გარდა იმისა, რომ საკუთარ სერვერსა და ორიგინალურ დომენზე ელ-ფოსტის მიბმა პრესტიჟის საქმეა, აქ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება: აღნიშნული ელექტრონული ფოსტები რუსულ სერვერებზეა განლაგებული. არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დაინტერესების შემთხვევაში ამა თუ იმ მეილსერვერზე დარეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის ყველა გამავალი და შემომავალი წერილის გაკონტროლება შეიძლება. შესაბამისად, რუსულ სერვერებზე განლაგებული ქართული ადმინისტრაციული ერთეულების ოფიციალური ელ. ფოსტები „განსაკუთრებული“ ყურადღების ქვეშ რომ იქნება, ალბათ საეჭვოც არ არის.
ჩემმა ამ აღმოჩენამ გადამაწყვეტინა სახელმწიფო დაწესებულებებისა და სახელმწიფო მოხელეების საკონტაქტო ინფორმაცია გადამემოწმებინა. ჩემდა გასახარად უნდა ითქვას, რომ ყველაზე გამჭვირვალე ჩინოვნიკთა საკონტაქტო ინფორმაციის საჯაროობაში გამოირჩევა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გამგეობები და საკრებულოები. სხვაგან, ან მხოლოდ ტელეფონია მითითებული, ან საერთოდ არ მოიძებნება სახელმწიფო მოხელეზე საკონტაქტო ინფორმაცია, ან საერთოდ არ გააჩნია ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულს საკუთარი ვებგვერდი. დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მოხელეთა დიდ ნაწილს სწორედ რუსულ საფოსტო საიტებზე აქვთ საკუთარი ელექტრონული ფისტები განთავსებული. თქვენის ნებართვით აქვე გამოვაქვეყნებ აღნიშნული პირების სიას მათივე თანამდებობებისა და ელ.ფოსტების მითითებით.
ზვიად აფხაზავა – ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – zviadafxazava@mail.ru , zviad_ap@rambler.ru
გურამ გუნავა – აბაშის გამგებელი – guramgunava@mail.ru
ვახტანგ გაბელაია – აბაშის გამგებლის მოადგილე – vaxogabelaia@mail.ru
დიმიტრი ცანავა – აბაშის გამგებლის აპარატის უფროსი – ditocanava@mail.ru
გიორგი გაწერელია – ხობის გამგებლის გამგებლის მოადგილე – giorgi-gawe74@mail.ru
მამუკა ქარდავა – წალენჯიხის გამგებელი – mamukaqardava@rambler.ru
კობა შანავა – წალენჯიხის გამგებლის მოადგილე – kobashanava @rambler.ru
თენგიზ ადამია – სენაკის გამგებელი – tengizadamia@mail.ru
ზურაბ ტყებუჩავა – სენაკის გამგებლის მოადგილე – ztkebuchava@mail.ru
გიორგი შელია – ზუგდიდის საკრებულოს წევრი – novacia06@mail.ru
ბორის მიქავა – მარტვილის საკრებულოს წევრი – borismiqava@mail.ru
ედემ ბასიალაია – მარტვილის საკრებულოს წევრი – ebasilaia@mail.ru
ნოე დანელია – მარტვილის საკრებულოს წევრი – noedanelia@maii.ru
თეიმურაზ დარციმელია – მარტვილის საკრებულოს წევრი – Temodarcimelia@mail.ru
კახა ბუკია – ხობის საკრებულოს წევრი – K_bukia@mail.ru
კახაბერ ციმინტია – წალენჯიხის საკრებულოს წევრი – kakhaber-tsimintia@rambler.ru
მაია ევსია – წალენჯიხის საკრებულოს წევრი – maia_evsia@mail.ru
გიორგი ხარჩილავა – წალენჯიხის საკრებულოს წევრი – gialakada@rambler.ru
რუსუდან სამუშია – წალენჯიხის საკრებულოს წევრი – rusiko-samushia@rambler.ru
მალხაზ სამუშია – წალენჯიხის საკრებულოს წევრი – gusaria@yandex.ru
გონერ ჭანია – წალენჯიხის საკრებულოს წევრი – goneriwania@rambler.ru
ბესიკ ნარმანია – სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე – besik-narmania@mail.ru
ზურაბ ხაბურზანია – სენაკის საკრებულოს წევრი – khaburzania@mail.ru
თამილა სორდია – სენაკის საკრებულოს წევრი – tamila-sordia@mail.ru
მერაბ გეგელია – სენაკის საკრებულოს წევრი – merab-gegelia@mail.ru
ნატალია ხუბუა – სენაკის საკრებულოს წევრი – merab-gegelia@mail.ru
გურამ ადანაია – სენაკის საკრებულოს წევრი – guram-adanaia@mail.ru
ლევან ჯინორია – სენაკის საკრებულოს წევრი – levani-jinoria@mail.ru
მურად შამათავა – სენაკის საკრებულოს წევრი – muradshamatava@mail.ru
კობა კილასონია – სენაკის საკრებულოს წევრი – kobakilasonia@mail.ru
დავით კაჭარავა – აბაშის საკრებულოს წევრი – datokacharava@mail.ru
დავით გვიჩიანი – მესტიის საკრებულოს წევრი – David-gvichiani@rambler.ru
როდამ გვარმიანი – მესტიის საკრებულოს წევრი – Rodami-dvarmiani@mail.ru
დავით ჯაფარიძე – მესტიის საკრებულოს წევრი – DatoJafaridze@mail.ru
გოჩა ხორგუანი – მესტიის საკრებულოს წევრი – Gocha-mazeri@mail.ru
გიორგი ხომერიკი – ფოთის მერის მოადგილე – g.khomeriki@mail.ru
ივანე საღინაძე – ფოთის საკრებულოს წევრი – vansag@rambler.ru
კობა ცხადაია – ფოთის საკრებულოს წევრი – koba-Tsk@mail.ru
მაგდალინა მენაბდე – ფოთის საკრებულოს წევრი – mmenabde@mail.ru
ვახტანგ დარცმელიძე – ფოთის საკრებულოს წევრი – vatto777@mail.ru
ალექსანდრე თოფურია – ფოთის საკრებულოს წევრი – topalexander@yandex.ru
ჯემალ მიგინეიშვილი – ფოთის საკრებულოს წევრი – jemali-Mig-1960@mail.ru
გიორგი შამუგია – ფოთის საკრებულოს წევრი - giorgishamugia@rambler.ru
ეს არის ის სია, რისი შეგროვებაც მე შევძელი. ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია (და დარწმუნებული ვარ, რომ არც არავის აქვს), რომ ამ ადამიანებმა შეგნებულად ჩაიდინეს ეს არცთუ მოსაწონი საქციელი. ენის ცოდნასთან, პასუხისმგებლობის განცდასთან და პროფესიონალიზმთან ოდნავ მწყრალად ყოფნის შედეგი მგონია პირადად მე, როგორც თვითონ სახელმწიფო მოხელეების, ასევე იმ IT ადმინისტრატორის მხრიდან, ვინცც საიტის გამართვაზე და იქ ინფორმაციის განთავსებაზეა პასუხისმგებელი. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური ვითარება ბევრ სხვა სახელმწიფო უწყებაში იქნება, რაც, დამეთანხმებით ალბათ, რომ დროულადაა მისახედი. ეს ისეთი თემაა, სადაც პროფესიონალიზმის, პრესტიჟულობის, უსაფრთხოების ვექტორები ერთმანეთს კვეთენ და ყურადღებას იმსახურებს. მართალია, ერთიანი საფოსტო სერვერის გამართვა და ყველა სახელმწიფო უწყების ამ ხაზზე დასმა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ცალსახაა, რომ ღირს ამ ხარჯების გაღება.
აქვე დავასრულებ ჩემს წერილს იმ იმედით, რომ როგორც წინა ორი, ესეც მივა ადრესატამდე ზემოაღნიშნული ხარვეზების გამოსწორებაში ერთი პატარა აგურის როლს შეასრულებს.
პატივისცემით
გივი გ. ქარჩავა
03.01.2011